Tuesday, November 22, 2016

1.პროექტის სახელწოდება:თანამედროვე ზღაპარები

2.პროექტის აქტუალობა; 

  • მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. 
  • შექმნიან თანამედროვე ზღაპარს.
  •  მოამზადებენ რესურსს.გაითამაშებენ როლებში დადგმულ ზღაპარს.



3.პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:

  • გამომგონებლობის დემონსტრირებას.
  • ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებას და სხვებისთვის გაზიარება;
  • საღ მსჯელობას და აღქმას;იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას სიტყვიერი ფორმით;
  • სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირებას;

4.მონაწილეთა ასაკი; v კლასი

5.ვადების ხანგრძლივობა ; 2 კვირა

6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას ;
მოსწავლეები შექმნიან თანამედროვე ზღაპრებს , ნასწავლის მიხედვით,მოამზადებენ ჩრდილების თეატრს ან მარიონეტებს ( ზღაპრის გმირებს)

7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, წებო, წებო, ჩრდილების თეატრისათვის  შესაბამისიმოწყობილობა.

8.საგნებთან ,საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ;
უცხ.დ.V.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
·           ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·           ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს
უცხ.დ.V.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით;  ასრულებს ამბავს, ან ცვლის მოცემულ დასასრულს საკუთარი წარმოსახვით, ილუსტრაციაზე დაყრდნობით და სხვა;
·           ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისთვის;
·           ქმნის მარტივ კომიქსს, რომლითაც გადმოსცემს მომხდარ, ან გამოგონილ ამბავს.

9.პროექტის მსვლელობა :
მოსწავლეები შექმნიან თანამედროვე ზღაპრის სცენარს ან სკეჩს. აირცევენ ინტერესის მიხედვიტ შესაბამისპერსონაჟს.მოამზადებენ რესურსს. გაითამაშებენ როლებში.
10.პროექტის ხელმძღვანელი. თინათინ გოგიჩაიშვილი
11.ხელმძრვანელის ელ.ფოსტა; tigogicha@Gmail.com
Add caption